LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

249
download

ჯო ბაიდენი ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ჩვენი ქვეყნის ძირითადი ღირებულებები, ჩვენი პოზიციები მსოფლიოში, ჩვენი დემოკრატია, ყველაფერი, რამაც ამერიკა შექმნა, რისკის ქვეშ არის. ამიტომაც დღეს ვაცხადებ, რომ ჩემს კანდიდატურას წარვადგენ აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენს „დემოკრატიული პარტიის“ პრაიმერიზში მოუწევს გამარჯვება, რათა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს. გამოკითხვების მიხედვით, ბაიდენი „დემოკრატიული პარტიის“ რიგებში ლიდერობს, როგორც სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები