LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო და ჯილ ბაიდენებმა თეთრ სახლში საკუთარი ავეჯი მიიტანეს – ამერიკის პირველი წყვილი People-ის ობიექტივში

85
baidens2032345

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა გამოცემა People-ს პირველი ერთობლივი ინტერვიუ მისცეს და ოჯახური თანაცხოვრების 43 წელიწადზე ისაუბრეს. 78 წლის ჯო ბაიდენისა და 69 წლის ჯილ ბაიდენის ინტერვიუ ძალიან ემოციური და თბილი გამოვიდა.

ჯო ბაიდენი ამბობს, რომ თეთრ სახლში ბარაკ ობასმასთან ერთად 8 წელი გაატარა, თუმცა მასპინძლის ამპლუაში ყოფნა მაინც სხვა ემოციას ტოვებს. მეუღლეებმა თბილი ოჯახური გარემოს შესაქმენლად თეთრ სახლში საკუთარი ავეჯი მიიტანეს, რომელიც მათ ძველ სახლში ჰქონდათ.  მეუღლეებმა ისაუბრეს თეთრი სახლის პერსონალზეც და თქვეს, რომ აქ ყვლაფერი კეთდება იმისთვის, რომ პრეზიდენტის ოჯახმა  თავი ბენდნიერად იგრძნოს. ჯო ბაიდენმა აქვე აღნიშნა, რომ მისთვის ყოველი წარმატება ჯილის მხარდაჭერას და მის თანადგომას უკავშირდება. პირველი ერთობლივი ინტერვიუსთვის ჯილ ბაიდენმა სადა იასამნისფერი კაბა შეარჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები