LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოკოვიჩი მწვანე პასპორტის არქონის გამო ავსტრალიის ვიზის გაუქმების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

543
https---vms-network-images-prod.s3-ap-southeast-2.amazonaws.com-2022-01-402385-060122novakvisa

ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ვიზის გაუქმების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. ის გულშემატკივრებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.

“მე ვგრძნობ ამას და ეს ძალიან დასაფასებელია,” – წერს ჯოკოვიჩი “ინსტაგრამ” გვერდზე.

სერბი ჩოგბურთელი ავსტრალიიდან დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.

შეგახსენებთ, ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში, ღია პირველობაში მონაწილეობის მისაღებად, აუცრელობის და ე.წ. მწვანე პასპორტის არქონის გამო არ შეუშვეს. ის ამჟამად მელბურნში, საემიგრაციო პატიმრობაში იმყოფება.

ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები