LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ და ამალ კლუნები რომანტიკული ვახშმის შემდეგ რესტორნიდან ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ

156
kluns

ჯორჯ კლუნი მიმდინარე კვირის ყველაზე განხილვადი პერსონაა. მსახიობმა და რეჟისორმა კვირას თავისი მორიგი ნამუშევარი წარადგინა.

The Tender Bar –  ასე ქვია ახალ ფილმს, რომელიც კლუნიმ გადაიღო და პრემიერაც რამდენიმე ქალაქში შედგა. ამჯერად ჯორჯი და ამალი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, წითელ ხალიჩაზე დაბრუნდნენ.

ჯორჯ კლუნის საყვარელი ქალები: მსახიობის 11 მთავარი რომანი

პაპარაცებმა მეუღლეები  ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანთან გადაიღეს. 60 წლის მსახიობი და მისი 43 წლის მეუღლე რომანტიკული ვახშმის შემდეგ რესტორნიდან ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ. ამალი ბრწყინავდა ლურჯ ასიმეტრიულ კაბაში, რომელიც ,,ჯანვიტო როსის“ ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. კლასიკურ პიჯაკსა და შარვალში იყო გამოწყობილი თავად ჯორჯ კლუნიც.

ფოტო: ჯორჯ და ამალ კლუნები შვილებთან ერთად იტალიაში ისვენებენ

ბილეთი სამოთხეში“ – ჯორჯ კლუნი და ჯულია რობერთსი ახალ რომანტიკულ ფილმში მონაწილეობენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები