LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ კლუნი, ბილ მიურეი და მაილი საირუსი ახალ საახალწლო კომედიაში (ვიდეო)

128

„ოსკაროსანმა“ რეჟისორმა სოფია კოპოლამ და ცნობილმა მსახიობმა ბილ მიურეიმ კვლავ ითანამშრომლეს, ამჯერად მათ Netflix-სისთვის საახალწლო კომედია A Very Murray Christmas გადაიღეს. ფილმის რეჟისორი სოფია კოპოლაა, სცენარისტი კი, ბილ მიურეი, რომელიც ფილმში მთავრ როლს ასრულებს. მასთან ერთად მაყურებელი ახალ კომედიაში ჯორჯ კლუნის, მაილი საიურსს, ემი პოლერსა და მაიკლ სერას შეხვდება.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, 2015 წელს ნიუ-ორკში შობის ღამეს დიდთოვლობაა, რის გამოც ტელეწამყვანი, რომლის როლსაც მიურეი ასრულებს, ღელავს რომ ტელევიზიამდე ვერც ერთი ვარსკვლავი ვერ მოაღწევს. უამრავი სირთულის და დაბრკოლების მიუხედავად, ვარსკვლავები მაინც იკრიბებიან ერთად მთავარი საახალწლო ღამის გასატარებლად. თუმცა, იქამდე არის ბევრი სახალისო თავგადასავალი. შეაფასეთ ფილმის პირველი თრეილერი.

https://www.youtube.com/watch?v=rf_dgbBK25o

2

3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები