LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯუანშერ ბურჭულაძე – ცხოვრებაში „აიფონის“ მაღაზიაში ნამყოფი არ ვარ და ძველი მოდელის „აიფონი“ მაქვს

190
juansher-burch

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სამინისტროსთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებს.

აღნიშნულით ბურჭულაძე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ ანონსს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, უწყებამ 51 000 ლარის „აიფონის“ და 60 000 ლარის ღირებულების ალკოჰოლი იყიდა.  ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ მიზანმიმართული შავი კამპანია მიმდინარეობს.

თავდაცვის მინისტრის, განცხადებით, სამინისტრომ „აიფონები“ ბორჯომის ხანძარში მონაწილე სამხედროებს უყიდა.

„ყველა ზღვარს გადასული კამპანიაა, დღეს ახალ რეპორტაჟს ამზადებენ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ცხოვრებაში „აიფონის“ მაღაზიაში ნამყოფი არ ვარ და ძველი მოდელის „აიფონი“ მაქვს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩემი მინისტრობის პერიოდში, არც ერთ სამოქალაქო პირს, სამინისტროში „აიფონი“ საჩუქრად არ მიუღია. ბორჯომის ხანძარში მონაწილე სამხედროები დავაჯილდოვეთ „აიფონებით“, ასევე, დაჭრილ რამდენიმე სამხედროს ვაჩუქე „აიფონი“. რაც შეეხება მეორე პიარკამპანიას – ალკოჰოლს, ეს იყო საჩუქარი, რომელიც სამინისტრომ საახალწლოდ დაღუპული გმირების ოჯახებს გაუკეთა.

რაც უფრო აგრძელებთ ამ შავ კამპანიას, უფრო და უფრო მეტ აბსურდში გადიხართ. იცით რა ხარჯია? მე ვიცი – წარმომადგენლობითი ხარჯია, არ იცით და მეკითხებით, არც კომპეტენცია გაქვთ, არც ტყუილის მოფიქრება შეგიძლიათ წესიერად და ამ რეალობაში ცხოვრობთ თქვენ“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები