LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულია რობერტსის მაღალყელიანი ჩექმა „ლამაზმანიდან“ აუქციონზე გაიყიდება

249
juliaroberts201022

ჯულია რობერტსის ცნობილი ჩექმა ფილმიდან „ლამაზმანი“ მალე აუქციონზე გაიყიდება. აღნიშნული ჩექმა ჯულიას ფილმში პირველივე კადრიდან აცვია, ლაკის ფეხსაცმელი ალბათ ყველაზე დასამახსოვებელი აქსესუარია 90-იანი წლების საკულტო კინოფილმიდან. დღეს ცნობილი ხდება, რომ ეს ჩექმა Prop Store-ის აუქციონზე გაიყიდება, რომელიც 1-ელ და 2 დეკემბერსაა ჩანიშნული.

ჩექმის ფასი 13 ათასი დოლარია, თუმცა ის შესაძლოა, 20 ათასამდე აიწიოს. გარდა ამ ჩექმისა, აუქციონზე გამოიტანენ ცნობილ აქსესუარებს სხვადასხვა დროს შექმნილი ფილმებიდან და სერიალებინ. მაგალითად ფილმებიდან „ვარსკვლავური ომები“, „მატრიცა“ და სერიალი „მეგობრები“.

აუქციონში მონაწილეობა შეუძლია ყველას და ამისთვის რეგისტრაცია 29 სექტემბრამდეა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები