LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცებს ქალებზე უკეთესი იუმორის გრძნობა აქვთ – მეცნიერების კვლევა

262
unnamed

კაცებს ქალებზე უკეთესი იუმორის გრძნობა აქვთ, აღნიშნულ დასკვნამდე ამერიკელი  მეცნიერები რამდენიმე კვლევის ჩატარების შემდეგ მივიდნენ. კვლევის შედეგებს ,,ბიბისი” აქვეყნებს.

ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა საერთო ჯამში 28 კვლევის მონაცემები შეისწავლა.

ზოგიერთ კვლევაში ჩვეულებრივი მოქალაქეები მონაწილეობდნენ. მკვლევარები მათ სთხოვდნენ შეეფასებინათ ამა თუ იმ პიროვნების იუმორი ისე, რომ მათთვის ცნობილი არ იყო ამ პიროვნების სქესი. სხვა კვლევებში ხუმრობებს სპეციალური ჟიური აფასებდა ისე, რომ მათთვისაც არ იყო ცნობილი ხუმრობის ავტორის სქესი.

მკვლევარებმა მიღებული შედეგების გაანალიზების შემდეგ დაასკვნეს, რომ კაცების საშუალოდ 63% უფრო მხიარული და უკეთესი იუმორის გრძნობის პატრონია, ვიდრე  ქალების უმეტესობა.

ბუნებრივია, კვლევის ავტორებს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდათ თავს. კომიკოსმა მარინა ბაიმ უკვე გააკრიტიკა ისინი და განაცხადა, რომ ამ კვლევის ჩატარება საერთოდ არ იყო საჭირო. კომიკოსის აზრით, აღნიშნული კვლევა  უბრალოდ გააღრმავებს სტერეოტიპულ აზროვნებას, რომ კაცები უკეთ ხუმრობენ, ვიდრე ქალები.  გარდა ამისა,  შესაძლოა ძალიან ბევრმა ქალმა გადაიფიქროს კომედიურ შოუებში მონაწილეობა.

მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელს აღნიშნულთან დაკავშირების განმარტების გაკეთება მოუხდა. „კვლევა არ ამტკიცებს, რომ ქალებს იუმორის გრძნობა არ აქვთ, ან არ შეუძლიათ შესანიშნავი კომიკოსები იყვნენ. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ქალ კომიკოსს, რომლებსაც დიდი ალბათობით უკეთესი იუმორის გრძნობა აქვთ, ვიდრე კაცების 99%-ს. კვლევის შედეგები უბრალოდ იძლევა იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, რომ საშუალოდ კაცები უფრო კარგად ხუმრობენ, მაგრამ არც ეს არის სრული ჭეშმარიტება“, -განაცხადა მან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები