LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი როგორ უნდა მოკლა? ეგეთი რამე არ მიფიქრია – თენგიზ კიტოვანი [ვიდეო]

1825
KITOVANI TENGIZI

„მე თავის დღეში ეგეთი რამე არ მიფიქრია, ვინმეს მოკვლა.. შემეძლო ყველაფერი, მაგრამ არ ვაკეთებდი თავის დღეში. როგორ, კაცო? კაცი როგორ უნდა მოკლა? ომი ხომ არ არის?“ – ამის შესახებ თენგიზ კიტოვანმა იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემა პროცესში განაცხადა კითხვაზე: „რომ შემოეთავაზებინათ, მიიღებდით ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ სპეცოპერაციაში მონაწილეობას?“

ჯერჯერობით, გადაცემის მხოლოდ ანონსია გამოქვეყნებული სადაც კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი არ ჩანს.

ანონსში ზვიად გამსახურდიაზე, კიტოვანი ამბობს:

ზვიადა იყო ეროვნული კაცი. კი, შეცდომები ბევრი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს ძმაო. ურთიერთობა ჩვენ კი არ დაგვიკარგია, მაგრამ როცა მოკლეს ეგა, ძაან მეწყინა“,- განაცხადა თენგიზ კიტოვანმა.

„ვინ მოკლა თქვენი აზრით?“ – ეკითხება წამყვანი კიტოვანს.

გადაცემის სრული ვერსია შაბათს 20:30 საათზე გამოქვეყნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები