LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი, რომელსაც ციხიდან გაქცევის შემდეგ 17 წელი ეძებდნენ, დრონმა იპოვა

330
კაციიიიი

63 წლის ჩინელი კაცი, სახელად სონგ ჯანგი, ბავშვთა და ქალთა ტრეფიკინგის ბრალდებით  დააკავეს. დაკავების შემდეგ მან 2002 წელს ციხიდან გაქცევა  მოახერხა.

საინტერესოა, ის ფაქტი, რომ 17 წლის მანძილზე მას პოლიცია განუწყვეტლივ ეძებდა.

საბოლოოდ, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ სონგი მშობლიური ქალაქის მახლობლად იმალებოდა. თუმცა ციცაბო ფერდობებისა და კლდოვანი რელიეფის გამო მათ უჭირდათ  ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა.

მას შემდეგ რაც პოლიციელებმა ადგილზე რეგულარული ჩხრეკების შედეგად ვერაფერი ნახეს, მათ კაცის მოსაძებნად დრონი გაუშვეს.

დრონმა კი, ციცაბო კლდეზე ლურჯი ლითონის სახურავი აღმოაჩინა.

პოლიცია ფეხით ავიდა კლდეზე და თავად ნახეს  პატიმარი, რის შემდგომაც მან უკვე აღიარა, რომ 17 წლის წინ ციხიდან სასჯელს ნამდვილად გაექცა.

პოლიციელების ინფორმაციით, კაცი პირველყოფილივით იქცეოდა. ის, გამოქვაბულში, ყოველგვარ ადამიანურ ურთიერთობებს მოწყვეტილი, იმდენი წელი ცხოვრობდა, რომ ადამიანებთან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა – უჭირდა პოლიციის ოფიცრებთან ლაპარაკი.

საბოლოოდ, ის ისევ ციხეში დააბრუნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები