LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კაცი უნდა იყოს ჭკვიანი და კაცური. ქალს სილამაზეც ყოფნის” – ნანი ბრეგვაძის სიყვარულის ისტორია

307
BeFunky-collage (8)

ლეგენდარულმა ქართველმა შემსრულებელმა, ნანი ბრეგვაძემ გადაცემაში ,,სთორი” მისი ცხოვრების სიყვარულზე ისაუბრა.

კითხვაზე – რა კრიტერიუმით მოწონდა მამაკაცი, ნანი ბრეგვაძე ასე პასუხობს – “კაცი უნდა იყოს ჭკვიანი და კაცური. ქალს სილამაზეც ყოფნის”.

ნანი ბრეგვაძემ ყოფილ მეუღლე, მერაბ მამალაძესთან შეხვედრა გაიხსნა.

,,მოვიდა, მერაბი. არაჩვეულებრივი შესახედაობის, წესიერი და დედაჩემმა იფიქრა – ჩქარა, არიქა. ისევ დედაჩემის აქტიურობა იყო ოღონდ, დედაჩემმა უთხრა, თუ გინდა გამოგყვეს, უნდა იმღერესო.

საწყალი, ნამდვილად დავტანჯე – ჩემი არ ყოფნით მასთან. გაგიჟდა კაცი. ახალგაზრდა ბიჭი მარტო, ძალიან ვდარდობდი. მერე თვითონ წავიდა, სხვათა შორის, იმიტომ კი არა რომ მე არ ვუნდოდი, იმიტომ რომ მე მომცა თავისუფლება. ძალიან შეზღუდული იყო.

ნანი ბრეგვაძემ ანსამბლ „ორერაში“ ყოფნის 15 წლიანი პერიოდიც გაიხსენა.

“ძალიან ბევრი მოგონება დაგროვდა. ყველაფერს წერდა ზურიკო იაშვილი… ნუ, ბუბა ხომ იყო იუმორი…რომ ვეუბნებოდით არ ვართ ცოლ-ქმარი, რას ლაპარაკობთ, მეგობრები ვართ. სამწუხაროა ამბობდნენ…

ჩემი მეუღლე რასაკვირველია, ეჭვიანობდა, ოღონდ მე არ ვიცოდი. შემდეგ მივხვდი, რომ სულ ეჭვიანობდა. ისე დამადგებოდა თავს, რომ არც მოველოდი… ერთხელ კონცერტის შემდეგ მითხრა – არა გოგო, შენ უნდა იმღერო, როგორ შეიძლება შენ არ იმღეროო”.- თქვა ნანი ბრეგვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები