LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფიზიკურად არ გვაქვსო” – კაცს, რომელიც ეკა ჩხეიძეს ქორწინებას აიძულებდა, ელექტრონული სამაჯური არ გაუკეთეს

405
EKA CHXEIDZE

ბაია პატარაია აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სამაჯურები არ აქვთ. ამის შესახებ მათ უწყებამ მას შემდეგ აცნობა, რაც ეკა ჩხეიძის საქმეში ჩაერთნენ და მამაკაცზე, რომელიც მსახიობს ქორწინებას აიძულებდა მუქარითა და ტერორით, სამაჯურის გაკეთება მოითხოვეს.  

ეკა ჩხეიძეს დაქორწინებას აიძულებდნენ - დაკავებულია 56 წლის მამაკაცი

ეკა ჩხეიძემ პოლიციას მას შემდეგ მიმართა, რაც მამაკაცმა მისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პნევმატური იარაღიდან გაისროლა.

„დღეს ეკა ჩხეიძე იყო ჩვენთან მოსული, ჩავერთეთ მის საქმეში, რომელიც პირწმინდად გადაკიდებაა და რატომღაც ქორწინების იძულების მუხლით მიდის. არადა 5 წელია ადამიანი ადევნებული ჰყავს და ბოლო დროს აგრესიულ მუქარებსა და ტერორზე გადავიდა.

ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ, მოვიფიქრეთ, რომ თუ სამაჯურს გაუკეთებდნენ მოძალადეს, ეკა უფრო მშვიდად იგრძნობდა თავს.

ამ ჩვენი შესანიშნავი იდეით მივმართეთ შსს-ს, მაგრამ სადაა სამაჯური? ჯერ არც საკანონმდებლო ცვლილებაა შესული და არც ფიზიკურად არ გვაქვსო.  Nika Melia, თუ ძმა ხარ, გვათხოვე ეგ შენი სამაჯური, ტყუილად რომ აცდენ, თურმე ერთადერთია მთელ ქვეყანაში და ისიც შენ შეგაბეს, ალბათ სპეციალურად შენთვის დაამზადებინეს ამ გასაოცარ დემოკრატიულ სახელმწიფოში.

პ.ს. სამაჯურების გარკვევის თემას ბოლომდე მივყვები, აქამდე, ვინაიდან საკანონმდებლო ცვლილებები ნანახი მქონდა, მეგონა, ძალაშიც იყო და რახანც მელიას შეაბეს, ვფიქრობდი, მოძალადეებისთვისაც გამოვიყენებდით, მაგრამ ნურას უკაცრავად!

სერიიდან: ბიძინას ბოსტნის ამბები,“ – წერს ბაია პატარაია.

„ფორტუნამ“ ამ თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც განმარტეს, რომ შემაკავებელი ორდერის აღსრულების მექანიზმად სამაჯურის გამოყენების შესახებ ძალაში ჯერ არ შესულა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა მსხვერპლების დასაცავად შემაკავებელი ორდერის აღსრულების მექანიზმად სამაჯურის გამოყენების შესახებ ძალაში ჯერ არ შესულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აღნიშნულ საკითხზე, მათ შორის მსახიობ ეკა ჩხეიძის საქმესთან დაკავშირებით შედგა კომუნიკაცია.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს განემარტა რა ეტაპზეა საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, თუმცა ცალკეული ჯგუფების მიერ თემის არასწორი ინტერპრეტაციით ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

შეგახსენებთ, მსახიობ ეკა ჩხეიძეს ქორწინებას აიძულდებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავის მოკვლით ემუქრებოდნენ.

როგორც საქალაქო სასამართლოში, სხდომაზე გახდა ცნობილი დაკავებული 2 წელია, რაც მსახიობ ეკა ჩხეიძეს იცნობს და მას პერიოდულად სტუმრობდა სახლთან, სამსახურთან და სთხოვდა ქორწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მას ემუქრებოდა, რომ თავს მოიკლავდა.

ეკა ჩხეიძემ პოლიციას მას შემდეგ მიმართა, რაც მამაკაცმა მისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პნევმატური იარაღიდან გაისროლა და ბრალდებული მას თვითმკვლელობით ემუქრებოდა,” – განუცხადეს “ფორტუნას” შსს-ში.

 

ელექტრონული სამაჯურის ტარება – ეს არის არასაპატიმრო სასჯელის აღსრულების ფორმა. სამაჯური მაგრდება მსჯავრდებულის ქვედა კიდურზე, თუ აღნიშნული ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია, მოწყობილობა მაგრდება ზემო კიდურზე, კერძოდ, მაჯაზე. გარდა სამაჯურისა, აპარატურა შედგება ასევე მიმღებისგანაც. მისი საშუალებით განისაზღვრელბა მსჯავრდებულის ინდივიდუალური პერიმეტრი საცხოვრებელი ფართის მიხედვით და მისი დარღვევის შემთხვევაში მიმღები შესაბამის სიგნალს იღებს სამაჯურისგან.

ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში შეტყობინების სახით აისახება გადამცემსა და მიმღებზე შემდეგი სახის ზემოქმედებანი:

  1. 6 საათის განმავლობაში გადამცემის უმოქმედო მდგომარეობა.
  2. გადამცემზე ტემპერატურის ცვალებადობა.
  3. გადამცემის ან მიმღების დაზიანება.
  4. მიმღების გადაადგილება.
  5. მიმღების ელექტროენერგიიდან გათიშვა.
  6. ორი გადამცემის ერთმანეთთან მიახლოება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ელექტრონული სამაჯურის ტარების დანერგვა თავდაპირველად არასრულწლოვნებისათვის იგეგმებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები