LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაილი ჯენერი და ტაიგა კვლავ ერთად არიან

753

კაილი ჯენერისა და რეპერ ტაიგას ურთიერთობას მედიაში სერიზოულად აღარ აღიქვამენ. წყვილი იმდენჯერ დაშორდა და შერიგდა, რომ ყველაზე ცნობისმოყვარე პაპარაცებიც კი ვერ მისდევენ მოვლენათა ქრონოლოგიას.

ამჯერად 19 წლის კაილიმ ინსტაგრამზე შერიგების სერიიდან კიდევ ერთი ფოტო გააზიარა. რეალითი-შოუს ვარსკვლავი თეთრ ბოდეში სარკესთან პოზირებს. მის უკან მდგომი ცნობილი რეპერი კი  კაილი ჯენერს ეხუტება. როგორც ჩანს, ამ ფოტოთი წყვილმა დაამტკიცა, რომ დაშორებაზე არ ფიქრობს.

გასულ კვირას წყვილი ერთად იმყოფებოდა ტაიგას ვაჟის დაბადების დღეზე. დღესასწაულის ამსახველი ფოტოები კაილიმ თავად განათავსა სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები