LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: არ გამოვრიცხავ, ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და არ მოგვანიჭონ სტატუსი

143
კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ „ევროკომისიამ „პოლიტიკური გადაწყვეტილება“ მიიღოს და საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიანიჭოს“.

მისივე თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციები ზედმიწევნით იქნება შესრულებული. რაც შეეხება პოლარიზაციის შემცირებას, კალაძე აცხადებს, რომ „ეს ცალმხრივად ვერ მოხდება“.

როგორც მმართველი გუნდის გენერალური მდივანი აცხადებს, „არანაირი ახსნა-განმარტება არ ჰქონდა იმას, თუ რატომ არ მისცეს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და მიანიჭეს მოლდოვასა და უკრაინას“.

„ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული, შესრულებული იქნება ეს 12-ვე პუნქტი. ერთ-ერთი მიმართულება ეს არის პოლარიზება, ეს ცხადია, ცალმხრივად ვერ მოხდება, შეუძლებელია, ძალიან ბევრი გვაქვს ამაზე ნასაუბრები, თუმცა სხვა რეკომენდაციები რაც იყო ყველაფერი ზედმიწევნით იქნება შესრულებული.

თუმცა შედეგ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მე არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და არ მოგვანიჭონ სტატუსი, არც ამას არ გამოვრიცხავ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რაც მაშინ მიიღეს“, – თქვა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები