LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: დიპლომატებს არავინ უსმენდა, ამას ხაზგასმით ვამბობ, გამოძიება ყველაფერს დაადგენს

72
კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც გავრცელებული ფარული ჩანაწერების თემაზე საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში დაიბარეს.

„არ ვიცი, არა მაქვს ინფორმაცია, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა გავრცელებულ ჩანაწერებზე საუბრისას თქვა, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.

„უნდა დაველოდოთ გამოძიებას და გაირკვეს, რა არის ტყუილი და რა – მართალი. დიპლომატებს არავინ არ უსმენდა, ამას ხაზგასმით ვამბობ და კიდევ ერთხელ გამოძიება  ყველაფერს დაადგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები