LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: ხელისუფლება 12-ვე პუნქტს შეასრულებს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ​ – ამას იყენებენ პოლიტიკურად

49
კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ „ხელისუფლება ევროკავშირის 12-ვე რეკომენდაციას შეასრულებს“, თუმცა დედაქალაქის მერი არ გამორიცხავს, რომ „საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მისცენ, რადგან ამას პოლიტიკურად იყენებენ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ“. აღნიშნული განცხადება კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტს მშვიდობა წარმოადგენს, რაც ქვეყნის მომავლისთვის, განვითარებისა და წინსვლისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ შეასრულოს 12-ვე პუნქტი და შეასრულებს, რა თქმა უნდა, ყოველგვარი პრობლემების გარეშე, მე არც იმას გამოვრიცხავ დღევანდელი გადმოსახედიდან, რომ შეიძლება არც მოგვცენ სტატუსი, რადგან ამას იყენებენ პოლიტიკურად, ისევ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ხო ვისმენთ განცხადებებს ომის დაწყებასთან და მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით? მგონი ყველა ყველაფერს ხვდება, დასამალი არაფერია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარი და უმნიშვნელოვანესი არის ჩვენი ქვეყანა და აქ მცხოვრები ადამიანები, მშვიდობა, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, განვითარებისა და წინსვლისთვის. ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ ეს უნდა მოვახერხოთ ძლიერი ეკონომიკით, გონიერებით, განათლებითა და წინსვლით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები