LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე ლევან ჩხაიძის ოჯახს უსამძიმრებს

248
კახა-კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს მიუსამძიმრა.

„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. გისამძიმრებთ მედიის წარმომადგენლებს, თქვენი კოლეგის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ ლევან ჩხაიძის ოჯახს, ახლობლებს და ნათესავებს. მართლაც ძალიან დიდი უბედურებაა, რომ დავკარგეთ ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც ყოველთვის ენერგიით, სიყვარულით და სიკეთით იყო სავსე,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

ჟურნალისტური სამყარო ლევან ჩხაიძეს ემშვიდობება - „მადლობა, რომ ჩემი მეგობარი იყავი“

„ტევეპირველის“ წამყვანი, ტელეჟურნალისტი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში, გუშინ გარდაიცვალა. ტელეწამყვანი ბუდაპეშტში ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში ნახეს გარდაცვლილი. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იყო წასული. ის ბოლოს ტელეკომპანია “TV პირველის” წამყვანი იყო, მანამდე კი, სხადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები