LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, კომპანია „ალმასთან“ მერიას არანაირი ადგილმონაცვლეობა არ გაუკეთებია

64
კალაძე კახა

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, კომპანია „ალმასთან“ მერიას არანაირი ადგილმონაცვლეობა არ გაუკეთებია“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სარეკლამო კომპანია „ალმას“ მიერ ქვეყნის მასშტაბით სიძულვილის შემცველ ბანერებზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ალმას“ პასუხი NCDC-ს: ვაქცინაციაზე ბილბორდები უფასოდ გამოვყავით, კამპანიის გაგრძელება არ უთხოვიათ

თბილისის მერის თქმით, თუ ეს ადგილები შესაბამის სამსახურს ნაყიდი ჰქონდა და იმ ბანერების ნაცვლად მოხდა ამის გადაკვრა, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და კანონს და ყველაფერს ეწინააღმდეგება.

„ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. არ ვიცნობ ამ ხელშეკრულების შინაარსს, არც თარიღები ვიცი, როდის იყო გაფორმებული და როდემდე იყო. ეს ერთმანეთში უნდა გაარკვიონ და დალაგდნენ.

თუ მართლაც ისე არის, რომ ხელშეკრულება ძალაში იყო და ბანერებს გადააკრეს სხვა ბანერები, ეს ძალიან ცუდია. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, კომპანია „ალმასთან“ მერიას არანაირი ადგილმონაცვლეობა არ გაუკეთებია“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი კომპანია „ალმას“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აღადგინოს ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები