LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე : ვატარებთ ამხანაგურ შეხვედრას და მიხარია, რომ ფეხბურთი აერთიანებს

207

ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონი დაპირისპირების შემდეგ ამხანაგურ მატჩს  დაეთმო. ნიგერიელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის ამხანაგური მატჩის  იდეა კახა კალაძეს ეკუთვნის. დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ თბილისი ტოლერანტული ქალაქია და მსგავსი ინციდენტი ცუდი სანახავი იყო.

როგორც მატჩის დაწყებამდე თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა , სასიხარულოა, რომ მის ინიციატივას ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილეებს შორის საპასუხო მატჩის გამართვის შესახებ ფეხბურთის ფედერაცია და ინციდენტში მონაწილეები გამოეხმაურნენ.

„ძალიან მიხარია, რომ ჩემს ინიციატივას გამოეხმაურა ფეხბურთის ფედერაცია, ლევან კობიაშვილი, ადგილობრივი მოსახლეობა და ასევე ახალგაზრდა ბიჭები, ვისთანაც მოხდა დაპირისპირება და გაურკვევლობა. რაც მოხდა ძალიან ცუდია. დღეს ჩვენ ვატარებთ ამხანაგურ შეხვედრას. მიხარია, რომ სპორტი, ფეხბურთი აერთიანებს. სასიხარულოა, რომ ამ ამხანაგურ თამაშში ყველა იღებს მონაწილეობას. ეს არის სამოქალაქო ინიციატივა, რომელსაც ვერაფერი და ვერანაირი წინაღობა ვერ დახვდება წინ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი გააკეთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმაც. ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, რომ  არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელ გუნდში ითამაშებს.

“მაისურებზე გვაწერია ყველას თანასწორობა. ჩვენი მიზანია, რომ ყველა იმ ინციდენტის შემდეგ დავდგეთ ერთად. რაც მოხდა სასიამოვნო ნამდვილად არავისთვის არ ყოფილა და სასიამოვნოა ის, რომ დღეს ყველა ერთად შევიკრიბეთ და სიმბოლურად ვითამაშებთ”, – განაცხადა კობიაშვილმა.

 

შეგახსენებთ, 8 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა.

შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა უწყებაში აღნიშნეს, რომ დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მიმართულებითაც მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები