LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძეს არაფერი სჭირს საამისო, რომ ვინმეს გუნდში იხილოთ: თბილისის მერი

367
BeFunky-collage

კახა კალაძეს არაფერი სჭირს საამისო, რომ ვინმეს გუნდში იხილოთ, – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ის ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ახალ გუნდა შეურთდება.

მისივე თქმით, ნაადრევია საუბარი მერობის კანდიდატებზე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მმართველი პარტია ყველა მათგანს, ასევე საკრებულოს წევრობის კანდიდატებს არჩევნებამდე 1 – 1,5 თვით ადრე დაასახელებს.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას პარტიაში გასაწევრიანებლად “ქართული ოცნება” დატოვა 6-მა დეპუტატმა.

„გახარიას გუნდში“ ჯერჯერობით არ ასახელებენ პარტიის შექმნის კონკრეტულ თარიღს და არც იმას ამბობენ, ხომ არ იქნება გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი 2021 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები