LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კოჟორიძე – თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის შეთავაზებულ კანდიდატს, ეს იქნება მათი მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება

90

თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანდიდატს, ეს იქნება მათი პოლიტიკური მძიმე გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძემ განაცხადა.

კახა კოჟორიძის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს პარლამენტმა, პრეზიდენტი დაასახელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რისი კონსტიტუციური უფლებაც გააჩნია.

„პრეზიდენტი დაიწყებს ისეთ პროცესს, რომელიც იქნება უპრეცედენტო, მაღალი ჩართულობის, სადაც ყველა ორგანიზაციას ექნება შესაძლებლობა თავისი პოზიცისიის დაფიქსირების, რომელიც ამ თემაზე მუშაობს. იმედია ღირსეული კანდიდატი დასახელდება. თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს, ეს იქნება მათი პოლიტიკური მძიმე გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები