LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა მამულაშვილი: ,,ბევრი მეგობარი მღვდელი მყავს, მათაც თეთრი ხალათები უნდა შემოიცვან და საავამდყოფოებში პაციენტები ანუგეშონ…”

151
lelamamulicha2011

კახა მამულაშვილი ,,ტვ პირველზე” ანა ახალაიას დღის ამბებს სტუმრობდა და ისაუბრა შეზღუდვების მნიშვნელობაზე მთლიანად შოუბიზნესის სფეროსთან მიმართებაში. პროდიუსერმა ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის დროს ადამიანები უნდა გაერთიანდნენ და ერთად ებრძოლოს ამ ვირუსს, თუმცა სამწუხაროდ, საქართველოში ეს არ მოხდა.

,,მე ზემოდან ვერ ვიყურები, მაგრამ ქვემოდან ვიყურები და ყველა პრობლემა ვიცი, რაც მასაშია. თუ ფიქრობდნენ, რომ სექტემბრიდან ისევ უნდა ჩაკეტილიყო, სხვანაირად უნდა მოქცეულიყვნენ. ამას ექიმებიც ხომ ამბობდნენ? არ არსებობს წერტილოვანი, უნდა დაკეტო იმ დროს, რომ ადამიანები ახალი წლისთვის მოემზადონ. ახალი წლის თემა რა არის? ადამიანები დადებითად იმუხტებიან. უიმედობა, შიში, ეს ყველაფერი გავაირეთ და ვისწავლეთ. მე კი არ შემეკითხოთ, სხვებს ჰკითხეთ. ერთიანობაა ახლა საჭირო. არაა საჭირო ზიზღი. ძალიან დიდი ბოდიში, ვის იმედზე ვართ? მხოლოდ და მხოლოდ ექიმების. დროა, მათ რამენაირად მივეხმაროთ. ბევრი მღვდელი ჩემი მეგობარია და პატივს ვცემ, მაგრამ დროა, მათაც თეთრი ხალათი შემოიცვან და ავადმყოფებთან მივიდნენ, ანუგეშონ. ჩვენც რაღაც უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეს ვიღაცამ ხომ უნდა გვითხრას? ეს ვიღაც არიან პირველი პირები, რომელთაც უნდა დააორგანიზონ ეს ყველაფერი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები