LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში, ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზის მშენებლობა იწყება

348
68497d6cb194485d2759fde9466457b7-XL

კახეთის რეგიონში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზის მშენებლობა განხორციელდება.

ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზა დაახლოებით 16 კმ. სიგრძის იქნება. ეს გზა კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ნაწილია.

აღნიშნული მონაკვეთი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალ სიხშირეს განაპირობებს.

არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, დაგეგმილია შემოსავლელი გზის მოწყობა ალაზნის ველის მხარეს, რომელიც დააკავშირებს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო გზას არსებულ შიდა სახელმწიფოებრივ გზასთან, მჭიდროდ დასახლებული სოფლების: ბაკურციხის, კარდენახის, ანაგის, ვაქირის, მაშნაარის, საქობოს და წნორის გვერდის ავლით.

ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობისთვის ამ ეტაპზე, საპროექტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.

ახალი გზის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები