LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში დასვენება გაიაფდა – სასტუმროების დიდმა ნაწილმა ფასები დაწია

647
93806172-952126868537747-6591865778121736192-o

კახეთში დასვენება გაიაფდა – ზაფხულის სეზონზე აღნიშნული რეგიონის სასტუმროების ოპერირების ინდიკატორების გამოსავლენად Cushman & Wakefield Georgia-მ ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა კახეთის რეგიონში არსებული როგორც ბრენდული, ასევე არაბრენდული სასტუმროები. კვლევა ჩატარდა ივნისის მესამე და მეოთხე კვირაში და მასში მონაწილეობის მაჩვენებელმა 85% შეადგინა.

„გამოწვევების მიუხედავად, კახეთის სასტუმროები და რეზორტები ადგილობრივი ვიზიტორებისათვის ერთ-ერთი პოპულარული და მიმზიდველი ლოკაცია აღმოჩნდა. კვლევაში მონაწილე რესპონდენტებისგან მიღებული ინფორმაციით, ივნისის თვეში სასტუმროების დატვირთულობა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. აღნიშნულ პერიოდში სხვადასხვა განთავსების საშუალებაში დატვირთულობა 25%-დან 80%-მდე მერყეობს, თუმცა საშუალო მაჩვენებელი ივნისის მესამე და მეოთხე კვირაში 45% იყო. მიუხედავად მაღალი მოთხოვნისა, 2020 წლის ინდიკატორები მაღალ სეზონზე უფრო დაბალია, ვიდრე ეს იყო 2019 წლის იმავე პერიოდში. გასულ წელს სასტუმროების საშუალო დატვირთულობამ კახეთის რეგიონში მაღალ სეზონზე 65%-ს მიაღწია, ხოლო დაბალ სეზონზე მხოლოდ 28% იყო“, – წერია Cushman & Wakefield Georgia-ს კვლევაში.

რაც შეეხება ფასებს, ამავე კვლევის მიხედვით, ოთახის ფასის ცვლილებასთან მიმართებაში კახეთში არსებული განთავსების საშუალებების უმეტესობის მიდგომა ერთმანეთს ემთხვევა. გამოკითხული სასტუმროების 82%-მა ცვლილება შეიტანა საფასე პოლიტიკაში და ბაზარს დაკლებული ფასით დაუბრუნდა. მხოლოდ 18%-მა შეინარჩუნა იგივე საფასო პოლიტიკა, რაც პანდემიამდე პერიოდში ჰქონდათ განსაზღვრული მაღალი სეზონისთვის. მთლიანობაში, გამოკითხული ჰოტელიერების თქმით, კახეთის განთავსების საშუალებებში მიმდინარე სეზონზე ოთახის ღირებულებამ 37%-ით იკლო, ინდივიდუალურად კი, სასტუმროებში 15%-დან 60%- მდე ფასთა კლება აღინიშნება. სასტუმროების უმეტესობა სტუმრებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს და აქციებს სთავაზოს, იქნება ეს ფასდაკლების ვაუჩერი, ბანკებთან კოლაბორაციით სპეციალური პირობები მომხმარებლებს, თუ 2+1 (დღის) აქციები.

რაც შეეხება გასულ წელს, გამოკითხული სასტუმოების წარმომადგენლების თქმით, 2019-ში ოთახის საშუალო ღირებულება მაღალ სეზონზე 261 ლარს, ხოლო დაბალ სეზონზე 182 ლარს შეადგენდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები