LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით 172 მლნ ლარი მიიღეს

87
კახეთი1

25 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი: 123 ათასი ტონა რქაწითელი, 39 ათასი ტონა საფერავი, 2,8 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

„რთველი 2020“-ის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით ყურძენი ღვინის საწარმოებს 18 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალი 172 მლნ ლარს აღწევს.

ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი კვლავ 13 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ პერიოდშია. მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები