LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში ქალმა საკუთარი ხელით დანთებულ ცეცხლს თავი ვერ დააღწია და დაიწვა

185
balaxi-xandzari

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაჩხაანში ხანშიშესული ქალი დაიწვა.

ასაკოვანი ქალბატონი მაშინ დაიწვა, როცა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ბალახს წვავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი მარტო ცხოვრობდა და ცეცხლი ხმელ ბალახს დასუფთავების მიზნით წაუკიდა.

ცეცხლი იმდენად სწრაფად აალდა, რომ ქალმა ცეცხლიდან თავის დაღწევა დროულად ვერ შეძლო.

მიღებული დამწვრობის გამო, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები