LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში საფუძველი ჩაეყარა პურ-ღვინის ტურისტულ გზას

67
170186701-1608998662619106-4674174987703312998-n

6-7 აპრილს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში, საფუძველი ჩაეყარა პურ-ღვინის ტურისტულ გზას და უნიკალური თუშური პურის თესვის ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას პროექტი USAID/Zrda ავრცელებს.

„USAID/Zrda, „ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანებასთან“ თანამშრომლობით მხარს უჭერს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციის აღდგენა-განვითარებას ტურისტული, და არა მხოლოდ ტურისტული მიზნებისათვის და სულ მალე, ვიდეოპროდუქტსაც შემოგთავაზებთ… გადაღებები სოფელ ზემო ალვანში, USAID/Zrda-ს მიერ მხარდაჭერილ მარანში „ლაგაზი“ შედგა“, – აცხადებენ პროექტში USAID/Zrda.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები