LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში სამი დღეა 89 წლის მამაკაცს ეძებენ

99
geonewest-momakvdavishuaquchashidatova-e1575976665842

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში უკვე მესამე დღეა 89 წლის მამაკაცს ეძებენ. პენსიონერი სოფელ ჩალაუბანში დაიკარგა.

გავრცელებული ინფორმაციით, გურამ საგინაშვილი სამი დღის წინ სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და 30-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს ოჯახმა შეატყობინა.

პოპულალურები