LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში საწოლფონდის საჭიროება დღეს ყველაზე მაღალია, პაციენტების გადმოყვანა სხვა რეგიონებში ხდება: გაბუნია

72
თამარ გაბუნია

ყოველდღიურად მზარდი კოვიდსტატისტიკის ფონზე, კლინიკების მობილიზება მაქსიმალური რჩება და ამ დროისთვის, 9 000-მდე საწოლია მობილიზებული.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს განაცხადა და აღნიშნა, რომ დღეს საწოლფონდის ყველაზე დიდი საჭიროება კახეთშია:

“კლინიკების მობილიზება მაქსიმალური რჩება. 9 000-მდე საწოლია ამ დროისთვის მობილიზებული. კახეთში, სადაც საწოლფონდის საჭიროება დღეს ყველაზე მაღალია, საწოლფონდი ზოგადად მცირეა, მაგრამ ეს არ ქმნის პრობლემას, რადგან ხდება პაციენტების გადმოყვანა სხვა რეგიონებში, ძირითადად, თბილისში, თუკი ამის საჭიროება არსებობს.

შესაძლებლობა იმის, რომ ეს ტალღა ეფექტიანად იმართოს, რა თქმა უნდა, არსებობს. ჯანდაცვის სისტემის ძალისხმევა ამას მოახერხებს, თუმცა მეორე მხრივ, ასევე არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა იმ დაწესებული რეგულაციების შესრულებაზე – არა მხოლოდ აღსრულებაზე, რომელიც გარკვეულწილად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, არამედ შესრულებაზე – რომელიც თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.” – განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კოვიდ-19-ით ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 082 პაციენტი, გარდაიცვალა 36 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები