LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში სოფელ ართანასა და ფშაველთან დაკვამლიანების რამდენიმე კერა შეინიშნება (ფოტო)

109
123

კახეთში სოფელ ართანასა და შშაველთან, ალპურ ზონაში, რამდენიმე ადგილას დაკვამლიანების კერა შეინიშნება. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცლებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ადგილზე მეხანძრე მაშველები არიან მობილიზებულები და ხანძრის სოფლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

“კახეთში, სოფლებთან – ართანასა და ფშაველთან, ალპურ ზონაში შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა. ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ართანასთან მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სხვა კერებზე ტარდება მონიტორინგის სამუშაოები და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები საჭირო რეაგირებისთვის მზად არიან. ამ დროისთვის, ხანძრის ტყის მასივზე ან სოფლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს” – აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები