LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია

151
1413190980-sbor-urozhaya-na-prazdnik-rtveli

5 ოქტომბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში 247 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით 260 მლნ ლარი მიიღეს.

დღეის მდგომარეობით ყურძენი ღვინის საწარმოებს 24 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი დაიკრიფა გურჯაანში – 74 ათასი ტონა, კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში შემდეგი სურათია: ყვარელი – 60 ათასი ტონა, თელავი – 40 ათასი ტონა, სიღნაღი – 21 ათასი ტონა, საგარეჯო- 17 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 16 ათასი ტონა, ახმეტა – 11 ათასი ტონა და დედოფლისწყარო – 7,4 ათასი ტონა. გადამუშავებული ყურძნიდან 166 ათასი ტონა რქაწითელი, 68 ათასი ტონა საფერავი, 4 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

რთველის დაწყებიდან დღემდე ყურძნის გადამუშავების პროცესში 186 ღვინის საწარმო იყო ჩართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები