LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახი კალაძის მილოცვა ნანი ბრეგვაძეს: „ის, დიდი ხანია, ქართული კულტურის უცვლელ სახეს წარმოადგენს…“

222
kaladzebregvadzenews

თბილისის მერი, კახი კალაზე, ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს. მერის ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება მილოცვის ტექსტი და ფოტო.

„დღეს სახალხო არტისტის, სცენის დედოფლის – ნანი ბრეგვაძის დაბადების დღეა.

ქალბატონმა ნანიმ ნამდვილად შექმნა ეპოქა და საქართველო მისი შემოქმედებით გააცნო მსოფლიოს.

მაღალმა საშემსრულებლო ხელოვნებამ, რომლის გამოც მას აფასებს როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მსმენელი, ქალბატონი ნანი ჩვენი ქვეყნის ელჩად აქცია და ის, დიდი ხანია, ქართული კულტურის უცვლელ სახეს წარმოადგენს.

მინდა, ვუსურვო მას დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები