LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახი კავსაძე: “ზოგისთვის ორჯერ 90 წელია საჭირო, რომ ცხოვრების აზრზე მოვიდეს…”

236
kaxikavsadzeee

კახი კავსაძეს ახლახან 85 წელი შეუსრულდა. როგორც მან ნიკოლოზ წულუკიძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, არტისტისთვის სცენის გარეშე ყოფნა ძალიან ძნელია, მით უმეტეს, იმ მსახიობისთვის, რომელიც წლები სცენაზე იდგა.

საკმაოდ ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის იმაზეც, რატომ არ კითხულობს მილოცვებს საზოგადოებისგან.

კითხვაზე, ბევრია თუ არა 85 წელი, კახი კავსაძე პასუხობს:

“გააჩნია, ვისთვის. ზოგისთვის შეიძლება, ორჯერ და ხუთჯერ 90 წელია საჭირო, რომ აზრზე მოვიდეს საერთოდ ცხოვრების და იცოდეს, რატომ დაიბადა, რატომ ცხოვრობს და ვინ არის ზოგადად. ზოგი, როგორც კი იბადება, ყველაფერი იცის. ასეც ხდება ხოლმე. არ ვიცი, რომელ კატეგორიას ვეკუთვნი, მაგრამ ვცდილობ, აზრზე ვიყო. გამოგვდის, გამოგვივა? არ ვიცი…

მეშინია, რომ წავიკითხო, რას წერენ. მაქებენ, არა? მეშინია, თავში არ დამარტყას და არ ამივარდეს. ახლა ნორმალურად ვარ, მაგრამ როდესაც კაცს დაარტყამს თავში, იქ მთავრდება ყველაფერი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები