ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდარულ მსახიობ კახი კავ­სა­ძეს დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა.

ცნო­ბი­ლია, რომ კა­ხის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და შვი­ლიშ­ვილ­თან, ირინ­კა კავ­სა­ძეს­თან.

ბაბუის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ირინ­კამ „ინ­სტაგ­რამ­ზე“ ემო­ცი­უ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და კახისთან გადაღებული ფოტოც დაურთო.

„კახო 86. პირ­ვე­ლი და­ბა­დე­ბის დღე უშე­ნოდ და აი, ასე და­ამ­თხვიე 40. ძა­ლი­ან დიდი სი­ჩუ­მე და სი­ცა­რი­ე­ლე და­ტო­ვე, მაგ­რამ ვიცი რომ იქ შენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად მას­ხა­რა­ობ იმ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ თე­ატ­რში. უზო­მოდ მიყ­ვარ­ხარ და მაკ­ლი­ხარ ბა­ბუშ­კო“ – წერს ირინ­კა.

 

კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა. ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი 27 აპრილს გარდაიცვალა.

კახი კავსაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი. მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრემია – იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მიღებული აქვს იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი „იპო“. 2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის სახელობის ვარსკვლავი.

მსგავსი თემები