LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახი კავსაძის მიმართვა – „ქართველი კაცი კეთილია, კეთილისმსურველია და კეთილის გამკეთებელი…“

kaxi

ილია ჭკადუა ავრცელებს ვიდეოს, სადაც კახი კავსაძე ქართველებს მიმართავს 28 თებერვალს საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისთვის, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზშია დაგეგმილი. როგორც მსახიობი აღნიშნავს:

„მართალია, ჩვენზე ამბობენ, ჩვენ კეთილები არა ვართ, მაგრამ ქვაზე ქვითა მაინც აშენდება ჩვენი კეთილსოფელი. იმიტომ რომ ჩვენ უფრო კეთილები ვართ, ვიდრე… ვიდრე რა? არავითარი რა… ქართველი კაცი მაინც კეთილია, კეთილისმსურველია, კეთილის გამკეთებელია და საერთოდ, ქართველი კაცი სხვა არის. მას უყვარს კეთილი ადამიანი, უყვარს, როცა თვითონაც კეთილია, როცა სხვას სიკეთეს უკეთებს, როცა სხვას უშენებს, როცა სხვისთვის კვდება, ესეც კი მოსწონს მას, იმიტომ რომ ეს ასეა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები