LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: 10 მეტროსადგურს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება

100
BeFunky-collage (51)

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისში 10 მეტრო სადგურს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. განცხადება ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. კახა კალაძის თქმით, თბილისის 23 მეტროსადგურიდან უმრავლესობას რამდენიმე ათეული წელია რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

მისივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია „გოცირიძეზე“, „ვარკეთილსა“ და „ავლაბარში“.

“მეტროსადგურ „ვარკეთილსა“ და „ავლაბარში“ გაფორმებულია ხელშეკრულებები სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე. კონტრაქტორმა კომპანიებმა სადგურების განახლებული იერსახის წინასწარი ესკიზები უკვე წარმოადგინეს. ორივე სადგურზე დეტალური პროექტირება მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება, რის შემდეგაც, დაუყოვნებლივ გამოცხადდება ტენდერები აღნიშნული სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე” – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით,  ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან მიღწეული შეთანხმებით განხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები შემდეგ სადგურებზე: „გურამიშვილი,“  „სადგურის მოედანი,“  „სარაჯიშვილი,“ „მარჯანიშვილი,“  „თავისუფლების მოედანი,“   „300 არაგველი,“   „რუსთაველი,“   „ისანი,“  „წერეთლის გამზირი“  და „ნაძალადევი“.

კალაძის განმარტებით, სარეაბილატიციო სამუშაოებისთვის საჭირო პროექტები წლის ბოლომდე იქნება მზად.

 

პოპულალურები