LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ერთ რამეში – ფეხბურთის თამაშში აჯობებს, თუმცა ჩვენი კანდიდატი ფეხბურთსაც კარგად თამაშობს: გოცირიძე

48
1

“კახა კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ერთ რამეში აჯობებს – ფეხბურთის თამაშში, თუმცა ჩვენი კანდიდატი ფეხბურთსაც კარგად თამაშობს”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე და ამბობს, რომ კახა კალაძე პოლიტიკურ თამაშში დამარცხებულია, რადგან ოთხი წლის მანძილზე არაფერი გაუკეთებია.

როგორც გოცირიძე ამბობს, ოპოზიციურ ფლანგზე სერიოზული კონსოლიდაცია ხდება და გამარჯვების იმედი აქვთ:

“კახა კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ერთ რამეში აჯობებს, ფეხბურთის თამაშში, თუმცა ჩვენი კანდიდატი ფეხბურთსაც კარგად თამაშობს. რაც შეეხება პოლიტიკურ თამაშს, კახა კალაძე არის დამარცხებული, რადგან ოთხი წლის მანძილზე არაფერი გაუკეთებია.

ნახატებს აჩვენებდა კომპიეტურული გრაფიკით, თუ რამდენი ხიდი შენდებოდა, როგორ ააყვავებდა “ლაგუნა ვერესთან” გარემოს, როგორ გააკეთებდა კარგ გზებს, აიღებდა ბენზინგასამართ სადგურებს შუა ქუჩიდან, ეს ნახატები ნახატებად დარჩა. სად არის ხიდი? 30 წელია, ხიდი არ აშენებულა, მხოლოდ “მშვიდობის ხიდი” აშენდა, ისიც ჩვენი ხელისუფლების დროს.

ტყუილები რჩება. 21-ე საუკუნე არის ელექტრონული, 99 %, რაც კალაძემ საარჩევნო პროგრამის სახით მოქალაქეებს აჩვენა, არაფერი შესრულებულა. თუ ოთხი წელი არაფერი გაუკეთებია, მომავალი ოთხი წელი ამომრჩეველს რატომ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ გააკეთებს?” – თქვა რომან გოცირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები