LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე და ცქიტიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარისგან განსხვავებით, თანაგუნდელს გინების გამო აკრიტიკებენ

311
კალა

თანაგუნდელების კრიტიკა ოცნების დეპუტატის მისამართით, რომელმაც ოპოზიციას სოციალურ ქსელეში აგინა – არჩილ თალაკვაძისგან განსხვავებით, ვიცე-პრემიერი და თბილისის მერი  “ქართული ოცნების” დეპუტატის – დიმიტრი სამხარაძის ქმედებას არ იწონებენ.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ძალიან ბევრი პერსონალური ემოციები შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს, მაგრამ ინფრასტრუქტურის მინისტრის აზრით, მათ ვალდებულება აქვთ, უფრო მაღალი სტანდარტი დაიცვან.

კახა კალაძე კი ამბობს, რომ სამწუხაროა, როცა საზოგადოება ისეთ გარემოში ცხოვრობს, რომ ტელევიზიიდან გინება ესმის.

“ეს არ არის მიღებული, არ არის სწორი ფორმა, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. როგორ შეიძლება მოვიწონო ბილწსიტყვაობა, ამიტომ ყველას მინდა მოვუწოდო კორექტულობისკენ და სიმშვიდისკენ”, — აღნიშნა კალაძე. 

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ მიხეილ სააკაშვილს და ოპოზიციას დედა აგინა. მოგვიანებით, ამაზე არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ეს პოლიტიკაა.

“დიტო სამხარაძე არი ჩვენი მეგობარი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი… ეს არის პოლიტიკა. გამოხატვის ფორმებს ყველა თვითონ ირჩევს. თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ამაზე იქნება რეაგირება. თუ თვლის ოპოზიცია, რომ კანონს არღვევს ვინმე, მიმართოს შესაბამის ინსტიტუტებს”, – ამბობს თალაკვაძე. 

 

პოპულალურები