LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: მერიის 24 საათიანი, ციფრული ანალოგი შეიქმნება

66

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის მართვის პოლიტიკის პრეზენტაციის უდიდესი ნაწილი, თანამედროვე ტექნოლოგიებს და მის მმართველობაში გამოყენების პერსპექტივებს დაუთმო.

კალაძის განცხადებით, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა შესაძლებლობას, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ 24 საათიანი წვდომა მერიის სერვისებზე, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ნებისმიერი მომსახურება და ამით დაზოგონ დრო და ხარჯები.

ტექნოლოგიური ნაწილის პრეზენტაცია უფრო ვრცლად, კალაძის თანაგუნდელმა, ლაშა კვანტალიანმა მოაწყო.

მისი თქმით, ეს არის მერიის ციფრული ანალოგი. მოქალაქეებს მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ნებისმიერი სერვისი სახლიდან გაუსვლელად.

“ეს არ იქნება მხოლოდ განაცხადების მიღების სისტემა. ამ სისტემის უკან იმუშავებს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული ვერსია, რაც თავის მხრივ, შეამცირებს იმ დროს, რომელიც დღეს სჭირდება ამა თუ იმ განაცხადის დამუშავებას. შეიძლება კონკრეტულ განცხადებაზე პასუხის მიღების ვადა რამდენიმე დღიდან რამდენიმე საათამდე შემცირდეს”, – განაცხადა ლაშა კვანტალიანმა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები