LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე პრეზიდენტის განცხადებაზე: “პირველად გავიგე, პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა, მსგავსი რაღაც თუ არსებობდა მსოფლიოში, არ მეგონა”

1516
BeFunky-collage (21)

“პირველად გავიგე, პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა თუ არსებობდა, ყველა პატიმარი არის პატიმარი,”– ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

კალაძის თქმით, პატიმრები არიან ადამიანები, რომლებიც დანაშაულს ჩადიან და მათ მოუწევთ, პასუხი აგონ კანონის წინაშე.

ზურაბიშვილი: ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი, იგი განსაკუთრებული პატიმარია

„მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგობას უწევდა დაწესებულების თანამშრომლებს და იძულებული იყვნენ, ამ ფორმით შეეყვანათ საკანში. შესაბამისმა სამსახურმა გააკეთა განცხადებები. დღეს მოვისმინეთ ასევე მთავარი ექიმის განცხადება, რომ მე-18 დაწესებულებაში, სადაც პატიმარი სააკაშვილი იმყოფება, ყველანაირი პირობებია შექმნილი, რათა ჩატარდეს მკურნალობა, თუ ამის აუცილებლობა იქნება. ყველანაირად აღჭურვილია ტექნიკური შესაძლებლობებით. გარდა ამისა, არის შესაბამისი ბრიგადები, რომლებიც მორიგეობენ და თუ აუცილებლობა იქნება, შესაბამისი სამსახური მზად არის, ეს დახმარება გაუწიოს და მისი ჯანმრთელობას უსაფრთხოება იყოს დაცული, როგორც ყველა პატიმრის“, – აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი მოშიმშილეების ჯანმრთელობაზე, თბილისის მერმა განაცხადა:

„პირველ რიგში, მოშიმშილე ადამიანები. არავის დაუვალებია მათთვის შიმშილობა და რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები