LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ ვინმეს წამება ჰგონია, ჰკითხეთ მეგის ქარდავას, ზედმიწევნით აგიხსნით და გაჩვენებთ, რა იყო წამება

259
Untitled design (9)

საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება, თუ ვინმეს წამება ჰგონია, ჰკითხეთ თქვენს ლიდერს, მეგის ქარდავას და ზედმიწევნით აგიხსნით და გაჩვენებთ, რა იყო წამება , – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, ზოგადად, არ არის სასიამოვნო ადამიანების დაკავება, თუმცა, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ექსპრეზიდენტს კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი, რისთვისაც იხდის სასჯელს.

„არავის სიამოვნებს ადამიანის დაჭერა, დაკავება და საპატიმროში ყოფნა, მაგრამ როდესაც შენ დანაშაული გაქვს ჩადენილი, როდესაც შენ შექმენი ის მმართველობა, ის სისხლიანი ბოროტება, რომელიც იყო უმძიმესი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ თუ გვინდა ვიცხოვროთ და ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო, განურჩევლად თანამდებობისა, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხის. მიხეილ სააკაშვილი არის კონკრეტულ საქმეებზე გასამართლებული და იხდის სასჯელს.

შესაბამისად, სააკაშვილი არის დამნაშავე და ის იხდის სასჯელს.

საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება, თუ ვინმეს წამება ჰგონია, ჰკითხეთ თქვენს ლიდერს, მეგის ქარდავას და ზედმიწევნით აგიხსნით და გაჩვენებთ, რა იყო წამება.

გვერდზე, რომ გიზით ბატონი ონიანი, ამას ჰკითხეთ წამება როგორი იყო და როგორ აწამებდნენ ადამიანებს. თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები, ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე: თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ – ცხოვრობ, მუშაობ და მდორედ მიუყვები ცხოვრებას

ავტობუსის მოცდის დრო 20-დან 7 წუთამდე შემცირდება, ყველას ექნება სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობა – კალაძე

ვქმნით მუნიციპალურ საბინაო ფონდს, ვეგმავთ, არც ერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩეს უსახლკაროდ, ეს ჩემი დაპირებაა: კალაძე

ხმაური საკრებულოში: ირაკლი ნადირაძემ კახა კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა – „დაჯექი, ორიანი“

საკრებულოს ნომერ პირველი ჯამბაზი ხაბეიშვილი ირაკლი ნადირაძემ ჩაანაცვლა, მივცეთ საშუალება, რომ გავერთოთ: კალაძე

„თქვენი დაცვა არ სჭირდება, დიდი ბიჭია უკვე, დაცვაში თამაშობდა“ – „შეურაცხყოფის მიყენებას იცოდე არავინ არ გაგიტარებს“ – საბა ბუაძისა და კახა კალაძის დაპირისპირება

გეფიცებით, ყველაზე საფიცარი ვინც მყავს – კახა კალაძე სოფო ჯაფარიძეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები