LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიების მთავარი მიზანი იყო ზუსტად იქ მივეყვანეთ, რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ

219
cdc4a5fd3484cefc66993971de82044e

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის სიმშვიდე და სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ეს აისახება ეკონომიკურ ვითარებაზე – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ლარის კურსის ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

რა ეშველება ლარს – ეროვნული ვალუტის გაუფასურების პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზები

ვალუტის გაუფასურება დაკავშირებულია როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიანი ფაქტორებთან.

კალაძის თქმით, ქვეყანა ეკონომიკურად წლების განმავლობაში ვითარდებოდა, რაც მოსახლეობის ჯიბეზე აისახებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში უპასუხისმგებლო პარტიების ქმედებებმა ქვეყანა მიიყვანა იქ, სადაც ახლა ვიმყოფებით.

„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის სიმშვიდე და სტაბილურობა. რა თქმა უნდა, აისახება ეკონომიკურ ვითარებაზე. რატომ იყო ეკონომიკური განვითარება ბოლო წლების განმავლობაში? იმიტომ, რომ ქვეყანაში იყო სტაბილურობა, სიმშვიდე, ეკონომიკა, ტურისტების რაოდენობა იზრდებოდა. შემიძლია ბოლო წლების განმავლობაში არსებული სტატისტიკა გაჩვენოთ, თუ როგორ იზრდებოდა რესტორნების, ახალი კაფე-ბარების, ჰოსტელების რაოდენობა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯიბეზე და კეთილდღეობაზე აისახებოდა. ის, რაც მივიღეთ და როგორც განვითარდა ბოლოს მოვლენები და რა თქმა უნდა ამაში წვლილი მიუძღვის უპასუხისმგებლო პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა მთავარი მიზანი და ამოცანა იყო ზუსტად აქ მივეყვანეთ, ახლა რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით და ამით ზიანდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ჩვენ ვართ ხელისუფლება და გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, შესაბამისად, ძალიან სწრაფად არის დასაგეგმი კონკრეტული ქმედებები, ღონისძიებები, რომ ამ ფაქტორებმა ხელი არ შეუშალოს ქვეყნის განვითარებას და წინსვლას“,- განაცხადა კალაძემ.

TBC ბანკის ვალუტის გაცვლითი კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისათვის 3.015 ლარს შეადგენს, ანალოგიური ღირებულება აქვს დოლარს საქართველოს ბანკშიც.

Bloomberg Markets-ის ვალუტის გაცვლითი კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამჟამად 2.9675 ლარია. საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალურ კურსს საღამოს გამოაქვეყნებს, იქამდე კი ლარი გაუფასურების ანტირეკორდებს ხსნის.

უკანასკნელი მონაცემებით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით ისტორიულ მინიმუმზეა და 2.9507 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები