LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს, კანონის ფარგლებში, აუცილებლად უნდა მოუსმინონ მას, ვინც მოსასმენია, თუ საჭიროა დიპლომატებსაც

74
კალაძე კახა

თბილისის მერი კახა კალაძე, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით გაკეთებულ ჩანაწერებს ეხმიანება და ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს და კანონის ფარგლებში, აუცილებლად უნდა მოუსმინონ მას, ვინც მოსასმენია და თუ საჭიროა – უნდა მოუსმინონ დიპლომატებსაც.

კახა კალაძის განცხადებით, განმარტებების და კომენტარის გაკეთება გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი:

“ჭორაობას ხომ არ დავიწყებ. დაველოდოთ გამოძიებას და ამის მიხედვით შესაძლებელი იქნება განმარტებების და კომენტარის გაკეთება. ობიექტური გამოძიება დაწყებულია, შესაბამისად, დაველოდოთ თუ ვინ, როგორ, რა გააკეთა. გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერი გახდება ცხადი, ვის მიერ იქნა ეს გავრცელებული, რა არის აქედან სიმართლე, რა არის ტყუილი და ა.შ.

უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში. ეს ყველა ქვეყანაში ასე ხდება, შესაბამისად, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურიც უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, აუცილებლად უნდა მოუსმინონ ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუ საჭიროა დიპლომატებსაც.” – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადებისა და მოსმენის ამსახველი ფაილები გავრცელდა. ჩანაწერები მოიცავს პირადი ხასიათის ინფორმაციას სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, მათთან დაკავშირებულ პირებზე. ჩანაწერების მიხედვით, ასევე უსმენდნენ ჟურნალისტებსაც.

პოპულალურები