LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: ვერავინ მოიტანს კონკრეტულ ფაქტს, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობს, ან ფარულად რაიმეს აწარმოებს, არ არსებობს

122
Untitled design (2)

თბილისის მერის განცხადებით, ვერავინ დაასახელებს კონკრეტულ ფაქტს, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობს.

ამის შესახებ კახა კალაძემ აღნიშნა ავსტრიის ფედერალური კანცლერის, კარლ ნეჰამერის გუშინდელი იმ განცხადების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც „საქართველო სწორი მიმართულებით მიდის“.

„რეალობა არის გზავნილები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ. ძალიან მარტივია ადამიანმა ნახოს, რა ხდებოდა ქვეყანაში საგარეო მიმართულებით 2012 წლამდე, სად ვიყავით, რა ვითარება იყო და რა ნაბიჯები გადაიდგა 2012 წლის შემდეგ.

ვერავინ, ვერც ერთი ადამიანი ვერ მოიტანს კონკრეტულ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო თანამშრომლობს რუსეთთან, ან ფარულად რაიმეს აწარმოებს, არ არსებობს. ის, რასაც ხელისუფლების წინააღმდეგ ვისმენთ, არის სპეკულაციები და იმ ბინძური პროპაგანდის ნაწილი, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვისმენთ კონკრეტული ადამიანებისგან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია… მზად ვართ მხარში ამოგიდგეთ” – ავსტრიის კანცლერი

“საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები შთამბეჭდავია” – ავსტრიის ფედერალური კანცლერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები