ზუგდიდში წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებს თბილისის მერი ეხმაურება. კახა კალაძე აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს კატეგორიულად მიუღებელია ხელის შეშლა და ყველა დამნაშავე იქნება დაკავებული. მისივე განმარტებით, ხელისუფლება არჩევნების მშვიდობიან ვითარებაში ჩატარებას უზრუნველყოფს.

“როდესაც არჩევნები არის, მაქსიმალურად ხდება ხოლმე რაღაც ვითარების დაძაბვა. შეიძლება ეს ხელოვნურადაც ხდებოდეს. მე, ამასაც არ გამოვრიცხავ, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, რასაც ჩვენ აუციოლებლად ვუზრუნველყოფთ“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს გავრცელებულ ჩანაწერს, სადაც  ზუგდიდელი ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზეა საუბარი, კალაძე ამბობს, რომ ეს არის აბსურდია.

„მე ეს ყველაფერი აბსურდი მგონია. რა გატაცებაზეა საუბარი. კიდევ ეთხელ ვიმეორებ, რომ რა თქმა უნდა, ყველანაირი ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს – კადრებია, აუდიი-ჩანაწერია – არ ვიცი, არ მინახავს – შესაბამისი რეაგირება უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ხმაური იყო დღეს ზუგდიდის საკრებულოსთან, სადაც “გაერთანებული ოპოზიცია” დეპუტატ გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე სხდომის ჩანიშვნას ითხოვს.

ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატის, გია დანელიას სავარაუდო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, სადაც ის ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ამომრჩევლის მოსყიდვას გულისხმობს.

ბრალდებებს დეპუტატი უარყოფს და ამბობს, რომ ჩანაწერი გაყალბებულია.

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.

მსგავსი თემები