LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძემ ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისთვის საკვები შეუკვეთა და მათთან ერთად მიირთვა [ვიდეო, ფოტო]

kaxakala

ზაქარია ჭელიძე სოციალურ ქსელში თბილისის მერ კახა კალაძეზე და ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებზე ემოციურ ისტორიას აქვეყნებს.

ჭელიძე წერს, რომ შემთხვევით შეესწრო კახა კალაძისა და ბავშვების შეხვედრას და გააოცა მერის ქმედებამ.

მისი თქმით, თბილისის მერმა ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისთვის საკვები შეუკვეთა, მათთან ერთად მიირთვა და გაესაუბრა მათ.

ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეო კახა კალაძის “ინსტაგრამ” სთორიშიც არის განთავსებული.

“ეხლა მოგიყვებით ისტორიას რომელსაც შევესწარი.

თბილისის მერია / Tbilisi City Hall საახალწლოდ ალამაზებს ქუჩებს . მე როცა დრო მაქვს ვცდილობ გადავიღო.

საღამოს წავედი ჩემი მეგობრის Mziko Kalandadze სანახავად ☀

რესპუბლიკის მოედანზე აწყობენ ნაძვის ხეს.

იქვე მოვიდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები და თითოელი იქ მყოფი ცდილობდა რაღაცით გაებედნიერებინა ისინი ? ❤

ამ დროს მოვიდა თბილისის მერი კახი კალაძე.

კახი ესაუბრა ბავშვებს, შემდეგ საჭმელი შეუკვეთა მათთვის და თანამშრომლებისთვის და იქვე მათთან ერთად მიირთვა.

ამ ისტორიაში არაფერია განსაკუთრებული, გარდა დამოკიდებულებისა. ბევრი გაიფიქრებს, აბა რა უნდა ექნაო ?! მაგრამ ბევრ ფაქტს შევსწრებივარ, როცა არ გაუკეთებიათ, არც უფიქრიათ, არც შეუხედავთ ზედ არანაკლები თანხის თუ თანამდებობის მქონე ადამიანებს.

ვინც მიცნობთ, იცით ჩემი დამოკიდებულება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მიმართ. ეს ფაქტი ძალიან მომხვდა გულზე და გამიხარდა.

მეგობრობა გადაგვარჩენს, გვერდში დგომა, გაგება და სწორი ადამიანური დამოკიდებულება.

რაც მთავარია, თითოეულ იქ მომუშავე ადამიანს მადლობა ნიკოლოზობას ასეთი დადებითი იმპულსები რომ მაჩუქეთ.

ბევრს აქვს თანამდებობა მაგრამ გული?

ბევრს აქვს ფული მაგრამ გული?

ბევრს აქვს გული მაგრამ სიკეთის კეთების უნარი ?

ასე რომ, გვიყვარდეს ერთმანეთი,” – წერს ზაქარია ჭელიძე და ფოტოებსაც ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები