LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძემ ტრანსპორტში ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა: თუმცა “მარშუტკები” გადატენილი დადიან

140
Capturecvx

თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა.

კახა კალაძის განცხადებით, ყველა რეკომენდაციის შესრულება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.

„მინდა, შესაბამის სამსახურებს დავავალო, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ის რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც, მგზავრობა მხოლოდ და მხოლოდ პირბადით არის ნებადართული, გაკონტროლდეს. მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს მოუწოდა, თანამშრომლების მუშაობის დისტანციური რეჟიმი მაქსიმალურად შეინარჩუნონ.

„სამწუხაროდ, 38 ახალი ინფიცირებული გვყავს ქვეყანაში. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ადამიანები, ვინც შეგიძლიათ, რომ სახლიდან დისტანციურად ამუშაოთ, აღნიშნულ რეჟიმში დატოვოთ. ასევე, გავითვალისწინოთ, რომ მერიის შენობაში და ყველა დაწესებულებაში პირბადეებით გადაადგილება აუცილებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

“ქალაქის მერიას მინდა მოვუწოდო, ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, იმიტომ, რომ სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და აქ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისო სხდომაზე.

თუმცა, “მარშუტკებში” პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ყველა ზომა და წესი დარღვეულია. სამარშრუტო ტაქსებში უამრავი ადამიანი ფეხზე დგას და აქამდე არსებული რეკომენდაცია თუ შეზღუდვა კარგა ხანია არ მოქმედებს. ამის შესახებ “ფორტუნამ” ვრცელი სტატიაც მოამზადა.

“მარშუტკებში” კორონა არ არის?! – აღარ ეტევა ხალხი ტრანსპორტში, არადა სწავლა ჯერ არ დაწყებულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები