LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალანდიების წინააღმდეგ, შესაძლოა, სამართლებრივი დავა დაიწყოს – რას აპირებენ ადვოკატები

216
კალანდია

ხორავას ქუჩის გახმაურებულ საქმეზე გამართულ დღევანდელ პროცესზე მომხდარ ინციდენტს ადვოკატები ეხმაურებიან. როგორც დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ჯანაშიას ადვოკატი ამბობს, ნაცვლად იმისა, რომ კალანდიებმა ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას, დაზარალებულ მხარეს, ისინი გამოდიან და დავით სარალიძეს, ზაზა სარალიძეს, გიორგი ჯანაშიას ოჯახს შეურაცხყოფას აყენებენ.

როგორც ტარიელ კაკაბაძე ამბობს, სწორედ მიხეილ კალანდიას მიუძღვის გარკვეული წვლილი იმაში, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ჭეშმარიტება ვერ დადგინდა. ის კალანდიების ოჯახს მოუწოდებს, გიორგი ჯანაშიასა და დაზარალებულის მიმართ შეურაცხყოფა შეწყვიტოს.

ადვოკატი არ გამორიცხავს,  კალანდიების წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს.

"უფლებადამცველები მეუბნებიან, შენი შვილი მოკვლის ღირსი იყოო" - ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძემ კალანდიების ოჯახს შვილის ფოტოები შეაყარა.

„მინდა კალანდიების ოჯახის ცილისმწამებლურ განცხადებას ვუპასუხო, როგორც დაზარებულის მიმართ, ასევე გიორგი ჯანაშიას ოჯახის მიმართ. საზოგადოებას შევახსენებ, რომ მიხეილ კალანდია იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის მიწოდება საგამოძიებო ორგანოსთვის. ის თავის დროზე ძალიან ბევრჯერ დაიკითხა და მან ყოველ ჯერზე ჩვენებები შეცვალა და საგამოძიებო ორგანო შეცდომაში შეიყვანა. ის დაიკითხა პირველ ინსტანციაში რამდენჯერმე და ყოველ ჯერზე სასამართლოში იცრუა და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას ხელი შეუშალა. მან კვლავ იცრუა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და კვლავ გააკეთა ყველაფერი, რომ საქმეზე სწორი და კანონიერი განაჩენი არ გამოტანილიყო. ეს არის ადამიანი, რომლის ბრალიც არის ნაწილობრივ, რომ საქმეზე თავის დროზე არ გამოიკვეთა უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომელიც აინტერესებდა საზოგადოებას და სასამართლოს. არ გამოვრიცხავთ, რომ სამართლებრივად დავიწყოთ დავა მათ წინააღმდეგ, თუ ისინი არ შეწყვეტენ მსგავს სამარცხვინო და ცრუ განცხადებებს“, – განაცხადა კაკაბაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები