LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალიფორნიაში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა – არის მსხვერპლი

113
Untitled design (3)

კალიფორნიაში 2 მცირე ზომის თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა.

შემთხვევა კალიფორნიის ქალაქ უოტსონვილის აეროპორტში მოხდა, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

„ორი თვითმფრინავი დაშვებას ცდილობდა, როდესაც ისინი ერთმანეთს შეეჯახა, ჩვენ გვაქვს ცნობები დაღუპულის შესახებ – თვითმფრინავების ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა კატასტროფის ადგილზე სხვა არავინ დაშავებულა“, – წერს მედია.

მომხდარს ქალაქის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„ეს იყო ტრაგიკული ინციდენტი, რომელმაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ქალაქი უოტსონვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა მეგობრებსა და ოჯახებს“, – წერია „ტვიტში“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები