LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანადაში მილიარდ ხეს დრონების დახმარებით დარგავენ

264
qfqvxCP2qeAjtrFurzrd

ტყეების ჩეხვა თანამედროვე სამყაროში ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული. ხე შეუცვლელი და ძალიან საჭირო რესურსია, რომლის განადგურებაც იმაზე სწრაფად ხდება ვიდრე აღდგენა.

კანადურმა სტარტაპმა სახელად Flash Forest გადაწყვიტა, რომ ტყეების გადასარჩენად 21–ე საუკუნის ტექნოლოგია გამოიყენოს და ხეები დრონების დახმარებით დარგოს.

პროექტის ავტორთა მიზანი 2028 წლისთვის მილიარდი ხის დარგვაა.

მსგავსი შედეგის მიღწევა კი არც თუ ისე რთული იქნება. თუკი ადამიანს დღეში მაქსიმუმ 1,500 ხის დარგვა შეუძლია, მფრინავი დრონის შესაძლებლობები 100 000–ს აღწევს.

ამასთან, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ეს პროცესი მთლიანად ავტომატური იქნება. სპეციალური აპლიკაცია სამიზნე ტერიტორიას გამოყოფს და დრონი თესლებს საჭირო ადგილებში განათავსებს.

განაყოფიერებულ ტერიტორიას სპეციალისტები რამდენიმე თვეში ერთხელ შეამოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ ხეს დარგავენ. სტარტაპმა პროექტის განსახორციელებლად 100 ათასი დოლარის სუბსიდია მიიღო და ეს თანხა ძირითადად ტენქოლოგიების დახვეწას მოხმარდა.

კანადელებს დიდი იმედი აქვთ, რომ მათი წამოწყება კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები